სოფიო ქაცარავა დორის ბარნეტს შეხვდა

სოფიო ქაცარავა დორის ბარნეტს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტის (ბუნდესტაგის) წევრს, დორის ბარნეტს შეხვდა, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტების შესარჩევად იმყოფება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო პროგრამებს, განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს და ამ გზებით, ქვეყნებს შორის კავშირების უფრო მეტად გაძლიერებასა და გამყარებას.

სოფიო ქაცარავამ ქუთაისში საგანმანათლებლო კომპლექსის შესახებ ისაუბრა, რომელიც რეგიონული ჰაბის როლს შეიძენს. 
მხარეებმა პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებაზე ისაუბრეს. დორის ბარნეტის თქმით, გერმანიის განვითარების ხარისხის  ერთ-ერთი ძლიერი მხარე სწორედ ეს სფეროა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კონფლიქტს და ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლს.

„დორის ბარნეტთან ერთად გავმართეთ ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რიგი საკითხებისა მათ შორის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, ქვეყანაში გატარებული რეფორმები და  საგანმანათლებლო კავშირები, რაც უფრო მეტად დინამიური ხდება ჩვენს შორის", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ქაცარავამ .

დღეს გამართულ შეხვედრას ასევე, ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი წევრი ანრი ოხანაშვილი, რომელმაც მის საგანმანათლებლო  ინიციატივაზე ისაუბრა.