ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში

ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში

„ჩვენ დაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რაწინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემსაკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციებისგამართვის საკითხთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საკუთარი წინადადებები დოკუმენტში უკვე ასახა და ახლა ოპოზიციამ უნდაწარმოადგინოს თავისი წინადადებები. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ყველა წინადადება ყურადღებით იქნებაგანხილული

„ჩვენ გვქონდა ჩვენი წინადადებები და ეს ავსახეთ დოკუმენტში. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული დაასახული დოკუმენტში. აქედან გამომდინარე, თავისი წინადადებები უნდა წარმოადგინოს ახლა უკვე ოპოზიციამ. ჩვენდაველოდებით ოპოზიციის წინადადებებს და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რაწინადადებები შეიძლება აისახოს კონსტიტუციაში.

შეიძლება წინადადებები იყოს ერთზე უფრო მეტი და ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ თითოეულ ამ წინადადებას. ესარის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვამდე დაახლოებით სამი თვეა დარჩენილი, რაც საკმარისი დროაიმისათვის, რომ შედგეს კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. „ამ ფორმატში მიიღებაგადაწყვეტილებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გარშემო შეიძლება შედგეს კონსენსუსი“, - განაცხადაირაკლი კობახიძემ.