ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმით და იმ პროექტით, რომელიც დამტკიცდა ორი მოსმენითპარლამენტის მიერ, დადასტურდა, რომ არაფერი იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო რეფორმით და იმ პროექტით, რომელიც დამტკიცდა ორი მოსმენითპარლამენტის მიერ, დადასტურდა, რომ არაფერი იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ

საკონსტიტუციო რეფორმით და იმ პროექტით, რომელიც დამტკიცდა ორი მოსმენით პარლამენტის მიერ, დადასტურდა, რომარაფერი იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი იყო დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის შექმნა დამმართველი გუნდი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებისთვის და კონსენსუსისთვის მზად არის.

„კონსულტაციები და კონსენსუსი უნდა შედგეს პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ასეთიკონსულტაციებისთვის და შესაბამისად, ამ ფორმატში შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან.ეს არის ჩემი პოზიცია.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს რამე მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ, კონკრეტულად, საკონსტიტუციო რეფორმა,ჩვენ დავამტკიცეთ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით, რომ არაფერი იყო მიმართული პრეზიდენტისწინააღმდეგ. კერძოდ, საუბარი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ და საბოლოო ჯამშიავსახეთ კონსტიტუციაში ის, რომ მომავალ წელს იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. რაც შეეხება სტატუსს დაკომპეტენციებს, აქ არ გვაქვს რაიმე არსებითი ცვლილება. სტატუსი რჩება იგივე, კომპეტენციები რჩება არსებითად იგივე.

შესაბამისად, საკონსტიტუციო რეფორმით და იმ პროექტით, რომელიც დამტკიცდა ორი მოსმენით პარლამენტის მიერ,დადასტურდა, რომ არაფერი იყო მიმართული პრეზიდენტის წინააღმდეგ, მთავარი მიზანი და ამოცანა ამ რეფორმის იყოდახვეწილი საპარლამენტო მმართველობის შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.