2012 წლიდან დღემდე 11 ბაზრობაა დამწვარი და ფაქტია, რომ მსგავსი დამთხვევა არის აბსურდი

2012 წლიდან დღემდე 11 ბაზრობაა დამწვარი და ფაქტია, რომ მსგავსი დამთხვევა არის აბსურდი

"პოლიტიკური პლატფორმა-ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ფოთში მომხდარ ფაქტზე სასწრაფო გამოძიებას ითხოვს.

ვაშაძე ფოთის ბაზარში, ხანძრის გაჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2012 წლიდან დღემდე 11 ბაზრობაა დამწვარი და ”ფაქტია, რომ მსგავსი დამთხვევა არის აბსურდი და საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ქმედებასთან”.

”ჩვენს სამართალდამცავებს გამოუძიებლობა უკვე ხასიათში აქვთ. საგანგაშოა ის, რაც ხდება ქვეყანაში. ამდენი ხანძარი და რეალურად არ გვაქვს პასუხი, რა არის ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. მოვითხოვ, გამოძიებამ დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და გაგვცეს პასუხი, რეალურად რატომ ჩნდება ეს ხანძრები და რატომ მაინც და მაინც ბაზრობებზე. დღეს ფოთში დაიწვა 50-მდე მაღაზია და 150-მდე დახლი. ასობით ადამიანი გაუბედურდა და ხელისუფლებას სათქმელი არაფერი აქვს. ასობით ოჯახი დარჩა შემოსავლის გარეშე. შექმნილი მდგომარეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრიზისულ სიტუაციაში ”ქართულ ოცნებას" არ გააჩნია გადაწყვეტილების მიღების უნარი, ვერ პოულობს გამოსავალს და არის ნულის ტოლი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.