სააკაშვილისა და კალაძის „შეტაკება“

სააკაშვილისა და კალაძის „შეტაკება“

გემახსოვრებათ, კახი კალაძე ეროვნული ნაკრების რამდენიმე მნიშვნელოვან თამაშს ტრავმის გამო რომ გამოეთიშა.

ამის მიზეზი „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად შეიტყო - ბათუმში, ე.წ.  “ბენზეს” ახალგახსნილ სტადიონზე სიმბოლური საფეხბურთო მატჩი გაიმართა, სადაც სხვებთან ერთად მონაწილეობა მიუღიათ მიხეილ სააკაშვილს, ლევან ვარშალომიძეს, კახა კალაძესა და ზურაბ ხიზანიშვილს.

ჰოდა, სწორედ ამ თამაშისას „ბომბარდირ“ სააკაშვილს იმისთანა მიურტყამს ფეხში ნაკრების კაპიტან კალაძისთვის, ლამის საკაცით გასატანი შეიქნა „მილანის“ ცენტრალური მცველი. დიაგნოზი ასეთი იყო, კალაძეს კუნთი ჰქონია გაწყვეტილი და სასწრაფოდ მილანში გაემგზავრა, სამკურნალო კურსიც იქ ჩაუტარდა.

მართალია, ამ ინფორმაციას არ ახმაურებდნენ, სირცხვილიაო, მაგრამ „ქრონიკას“ ხომ სიმართლე უყვარს და არც ხალხის მოტყუებაა კარგი ამბავი, ამიტომაც ამ სახელმწიფო მნიშვნელობის ინციდენტზე მაშინვე დაწერა.