დეპუტატის თქმით, სასამართლოს მიზანიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს

დეპუტატის თქმით, სასამართლოს მიზანიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს

დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლების და პარლამენტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მაშინ როდესაც, გვაქვს შეუდარებლად თავისუფალი სასამართლო, ვიდრე ეს იყო წლების წინ და კვლავ შეუჩერებლად ხორციელდება ამ სისტემის რეფორმირება, არსებობენ ძალები, რომლებიც მხოლოდ ცუდს ამჩნევენ სასამართლო სისტემაში და ცოცხალი თავით არ უნდათ კარგის აღნიშვნა და აღიარება. ამას სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ქვია. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ადგილი აქვს პარლამენტის დისკრედიტაციის მცდელობასაც ამ მიმართულებით და დღეს ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უსაფუძვლო კამპანია ჩვენი გუნდის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ. სასამართლოში რჩება უამრავი პრობლემა, რაც გადაწყვეტას საჭიროებს, თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოება სწორად აფასებს მოვლენებს და ხედავს პროგრესს, რომელიც ჩვენი გუნდის აქტიური მუშაობითაა უზრუნველყოფილი",- განაცხადა მდინარაძემ.