8 ივნისს, 11 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ გაიმართება პრესკონფერენცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკოპანია „სკატის“ მიერ პირველი პირდაპირი რეისის აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს გახსნასთან დაკავშირებით.
რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, CRJ-200 ტიპის საჰაერო ხომალდით. ფრენის დრო შეადგენს 1 საათსა და 10 წუთს.
ინფორმაციისთვის: ავიაკომპანია „სკატი“ არის ყაზახეთის ერთერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. იგი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტი მოიცავს 17 საჰაერო ხომალდს რომლიდანაც 14 ავიაკომპანიის საკუთრებაა.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.scat.kz