ლომისობის დღესასწაულზე, სალოცავთან მისასვლელ გზაზე, 20-მდე ადამიანს მაშველების დახმარება დასჭირდა

ლომისობის დღესასწაულზე, სალოცავთან მისასვლელ გზაზე, 20-მდე ადამიანს მაშველების დახმარება დასჭირდა

ლომისობის დღესასწაულზე, სალოცავთან მისასვლელ გზაზე 20-მდე ადამიანს მაშველებმა დახმარება გაუწიეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც იქ მიმსვლელ მლოცველებს დახმარებას უწევენ.

მათივე ცნობით, მაშველები ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს დაეხმარნენ, რომლებსაც ფეხი დაუცურდათ და მსუბუქი დაზიანება მიიღეს, "ზოგი უბრალოდ ცუდად ხდებოდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს".

როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე 65 მაშველი იმყოფება და იქ იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე ბოლო ადამიანიც კი არ დატოვებს სალოცავს.