აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტზე კრისტოფერ რეის წარადგენს.
აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
კრისტოფერ რეი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწედ დაინიშნა, სადაც კრიმინალურ დეპარტამენტს კურირებდა. ის ამ პოსტზე 2005 წლამდე მუშაობდა.
10 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.