ვფიქრობ, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიდის ნორმალური ტემპებით და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, გამოძიების დეტალებზე საზოგადოებას სრულ ინფორმაციას აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
"ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, მიმდინარობს ტელეანძის მონაცემების დამუშავება, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, დაკითხულია ათეულობით მოწმე, იგეგმება თავად ბატონი მუხთარლის დაკითხვა აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების სისტემის მიერ. ვფიქრობ, გამოძიება მიდის ნორმალური ტემპებით და გამჭვირვალედ, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებულია", - განახადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხებ თავად ფაქტს, თალაკვაძეს მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არც ერთი ფორმით მუხთარლის საქმეში არ იყოს ჩართული.
"ინტერესი იმისა, რომ შეკითხვებზე პასუხები იყოს გაცემული და საქართველომ ღრსეული პოზიცია დაიკავოს ამ საქმესთან დაკავშირებით, აჩვენოს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი არის საერთო და მათ შორის ხელისუფლების ინტერესი", - აღნიშნა თალაკვაძემ.