,,საქართველოს ფოსტამ“ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება ვადაზე ადრე შეასრულა

,,საქართველოს ფოსტამ“ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება ვადაზე ადრე შეასრულა

„საქართველოს ფოსტამ“ მიმდინარე წლის მაისის თვეში უნივერსალურ მომსახურებაში შემავალი საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობის  85%-ზე მეტის ადრესატისთვის  3 (სამ) სამუშაო დღეში  ჩაბარება უზრუნველყო. ამასთან, წერილობითი კორესპონდენციის ნაწილში 10%-ით, ხოლო ამანათების ნაწილში კომპანიის შიდა ხარისხობრივ სტანდარტს 7%-ით გადააჭარბა.

„საქართველოს ფოსტის“ საშუალებით გაგზავნილი/მიღებული  საფოსტო გზავნილების რაოდენობის მუდმივად იზრდება. მიმდინარე წლის მაისის თვეში, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 461000 ერთეულს გადააჭარბა. 

 „საქართველოს ფოსტამ“ დადგენილ ვადაზე ადრე შეძლო 97/67/EC დირექტივით განსაზღვრული ზოგიერთი ხარისხობრივი სტანდარტის  შესრულება.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV-C -ის (საფოსტო და საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებული წესები) შესაბამისად, საქართველომ საფოსტო ოპერაციების ევროპულ სტანდარტთან დაახლოების ვალდებულება აიღო.

პირობის შესრულების მიზნით, საქართველო ვალდებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში  1997 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტის და საბჭოს 97/67/EC დირექტივა- ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ შეასრულოს.

„საქართველოს ფოსტამ“  97/67/EC დირექტივით განსაზღვრული ზოგიერთი ხარისხობრივი სტანდარტის  შესრულება დადგენილ ვადაზე ადრე შეძლო.