არსებობს დაპირისპირება დიმიტრი ქუმსიშვილის ჯგუფსა და ოთარ ფარცხალაძის კლანს შორის. სწორედ ამას უკავშირება ფინანსური პოლიციიდან გიორგი ბადაშვილის გადაყვანა პროკურატურაში, - ასე აფასებს ”ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი ბადაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნას.
როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ცვლილება რეალურად მართლმსაჯულების სისტემისთვის არაფერს ცვლის.
”ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური მმართველობა პროკურატურაში გრძელდება. შესაბამისად, ეს გადანაცვლება უკეთესობისკენ არ ცვლის სიტუაციას.
არსებობს დაპირისპირება დიმიტრი ქუმსიშვილის ჯგუფსა და ოთარ ფარცხალაძის კლანს შორის. სწორედ ამას უკავშირება ფინანსური პოლიციიდან გიორგი ბადაშვილის გადაყვანა პროკურატურაში. ჩვენ ვიცით, რომ ფარცხალაძე კვლავ დაუსჯელია და მისი კლანური მმართველობა პროკურატურაში კვლავ ძლიერია და სინამდვილეში მართლმსაჯულების სისტემისთვის არაფერს ცვლის აღნიშნული გადანაცვლება”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დღეს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილედ დაინიშნა.