თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თეირანში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული ორგანიზაციის განცხადებით, ირანის პარლამენტზე და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა განახორციელეს.

დღეს, ოთხი შეიარაღებული პირი ირანის დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

პარლამენტზე თავდასხმის პარალელურად სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე მოხდა თავდასხმა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი იყო.

ორივე ადგილას ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა.