გვიხარია და მოგვწონს, რომ ჩვენი ოპონენტები იმეორებენ ჩვენს განცხადებებს ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით

გვიხარია და მოგვწონს, რომ ჩვენი ოპონენტები იმეორებენ ჩვენს განცხადებებს ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით

გვიხარია და მოგვწონს, რომ ჩვენი ოპონენტები იმეორებენ ჩვენს განცხადებებს ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" და "რესპუბლიკური პარტიის" მოწოდებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქამდე არ იყოს განხილული, ვიდრე ვენეციის კომისიის დასკვნა არ გახდება ცნობილი.

"პირველი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და რეკომენდაცია, რომელსაც გავითვალისწინებთ და განვიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში. მან ასევე განაცხადა, რომ კომისიის დასკვნამდე საპარლამენტო განხილვები არ დაიწყება და ისე გავანაწილეთ განხილვები, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე მიღებული იქნება და ჩვენ მისი განხილვის შეაძლებლობა წინასწარ გვექნება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების განცხადებებს, მკაფიოდ გეუბნებით, გვიხარია და მოგვწონს, რომ ისინი იმეორებენ ჩვენს განცხადებებს ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით", - განაცხადა თალაკვაძემ.