არჩილ თალაკვაძე:  კახა კალაძე ჩვენი გუნდის ფორვარდია

არჩილ თალაკვაძე: კახა კალაძე ჩვენი გუნდის ფორვარდია

კახა კალაძე ჩვენი გუნდის ფორვარდია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს სხსდომის შემდეგ დაასახელებს.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე და მას გაახმოვანებს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი. რაც შეეხება კახა კალაძეს, ის არის ჩვენი გუნდის ფორვარდი და მისი კანდიდატურის განხილვა ძალიან რეალურია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხი იღებს, როცა საუკეთესო კანდიდატს აირჩევს.

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებში ჟურნალისტ ზაალ უდუმაშვილის შესაძლო მონაწილეობას, თალაკვაძემ აღნიშნულის კომენტირებისგან თავი შეიკავა.