ბატონი რაქვიაშვილის განცხადებები უსაფრთხოების საკითხებზე არამიზანშეწონილია და პოლიტიკურ კონტექსტს ატარებს

ბატონი რაქვიაშვილის განცხადებები უსაფრთხოების საკითხებზე არამიზანშეწონილია და პოლიტიკურ კონტექსტს ატარებს

უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებები  სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური ხასიათისაა და მოქალაქეებში არასტაბილურობის განცდას ემსახურება.

გაუგებარია მისი შეფასებები ახლა, როცა მან და მთლიანად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხების საკონსტიტუციო კომისიაში განხილვაზე. მათ არ წარმოუდგენიათ არცერთი წინადადება ამ საკითხთან დაკავშირებით და ახლა, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე სახეზეა, მათი მხრიდან კრიტიკა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და უნდა დავფიქრდეთ რამდენადაა ეს ის საკითხი, რომლის პოლიტიკური  სპეკულაციის საგნად ქცევა ღირს.