მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში პროცედურა დაწყებულია, - ამის შესახებ ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
სოსო ბარათშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ეს პროცესი დადებითად დასრულდება.
”იმის გამო, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დაიწყო პროცედურა, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუტის მინიჭების თაობაზე, ექსტრადაციის პროცედურა შეჩერებულია. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება”, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.