„ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“

„ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“

2017 წლის, 8-11 ივნისს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის, „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“ მოეწყობა.  კვირეული სამგორის რაიონის  გამგეობის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება  8 ივნისს, 19:00 საათზე, ვარკეთილის მე-3 მასივში, 108-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოეწყობა. დღის ბოლოს კი, ღია ცის ქვეშ ცნობილი ქართული ბენდების,  „ქიმერა“, „არა“, „პულსი“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 

9 ივნისს, 17:00, თემაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარკეთილის მედიათეკაში,  ნახატებისა და ფოტოების გამოფენა/კონკურსი ჩატარდება. გამარჯვებულებს  სამახსოვრო პრიზები და მედიათეკის საწევრო ბარათები გადაეცემათ.

10 ივნისს ექსტრემალური სპორტის სახეობების წარმოდგენა და ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე საზაფხულო კინოჩვენება მოეწყობა.

11 ივნისს, 12:00 საათზე, გარდაბნის გზატკეცილზე კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება და მინი მარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს  სასაჩუქრე ბარათები გადაეცამათ.