კახა კალაძე ძალიან ძლიერი კანდიდატია და მე მგონი, ამასთან დაკავშირებით არავინ ვდაობთ

კახა კალაძე ძალიან ძლიერი კანდიდატია და მე მგონი, ამასთან დაკავშირებით არავინ ვდაობთ

კახა კალაძე ძალიან ძლიერი კანდიდატია და მე მგონი, ამასთან დაკავშირებით არავინ ვდაობთ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად კახა კალაძის შესაძლო დასახელების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საკითხს პარტიის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე გაიტანენ და აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება.

"მაგრამ მე არ მგონია, რომ რაიმე განსხვავებული პოზიცია იყოს",- განაცხადა დოლიძემ.