ირანის პარლამენტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

ირანის პარლამენტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

ირანის პარლამენტში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, - აღნიშნულის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Press TV იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულია ირანის პარლამენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

არსებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაკავებულია და ოთხი თავდამსხმელი ბლოკირებულია. როგორც ცნობილი გახდა, ოთხი უცნობი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.