ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე - ეს უკვე ძალიან დამღლელია

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე - ეს უკვე ძალიან დამღლელია

ეს უკვე ძალიან დამღლელია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციებზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ოთხი თვის განმავლობაში არ მიუღიათ მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

"ზოგადად, საუბარი კონსულტაციებზე, ჩართულობაზე, ვადებზე და ა.შ. იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდნენ კომისიის მუშაობაში, არის, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტი.

კონსენსუსზე როგორ შეიძლება მოგვიწოდებდეს ის ადამიანი, რომელიც 4 თვის განმავლობაში არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში, როგორ შეიძლება გვესაუბრებოდეს ვადებზე, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში. ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება არის აბსოლუტურად ზედმეტი",- განაცხადა კობახიძემ.