პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა მორჩეს ინსინუაციებს, სპეკულაციებს კონსტიტუციური ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა მორჩეს ინსინუაციებს, სპეკულაციებს კონსტიტუციური ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ჩემი აზრით, უნდა მორჩეს გარკვეულ ინსინუაციებს, სპეკულაციებს კონსტიტუციური ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის პრესსპიკერის დღევანდელ განცხადებას, კონსტიტუციაზე კონსულტაციებთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, განხილვები უკვე მიმდინარეობს კომიტეტებში და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეუძლიათ ამას დაესწრონ.

"როგორც ჩემთვის ცნობილი ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება აზრის გამოთქმას. არ მინდა დავიჯერო, რომ ისინი აზრის გამოთქმასაც კრიტიკულად უყურებენ ვის მიერაც არ უნდა იყოს ეს გახმოვანებული.

რაც შეეხება კონსულტაციებს, საკმაოდ უცნაურია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედებები და განცხადებები სინთეზში დაწყებული იანვრიდან. თავიდან ისინი არ იღებდნენ მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, ამის შემდეგ ნაწილობრივ მიიღეს მონაწილეობა საერთო სახალხო განხილვებში და დღეს კიდევ რაღაც კონსულტაციებს გვთავაზობენ.

დღეს უკვე მიმდინარეობს საპარლამენტო განხილვები, კომიტეტის სხდომები მიმდინარეობს და მათ შეუძლიათ ნებისმიერი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც არის გახსნილი, მიიღონ მონაწილეობა და დააფიქსირონ თავისი აზრი.

უნდა მორჩნენ, ჩემი აზრით, გარკვეულ ინსინუაციებს, სპეკულაციებს ამ პროცესთან დაკავშირებით", - აღნიშნა მდინარაძემ.