პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება გონივრული და გამართლებული არ იქნება

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება გონივრული და გამართლებული არ იქნება

პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის გადადება გონივრული და გამართლებული არ იქნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს.

“მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის წესი ამ ძლიერი საპარლამენტო მოდელის პირობებში არის სწორი. თუ მიგვაჩნია, რომ ეს არის მართებული და მიგვაჩნია ისიც, რომ კონსტიტუცია დაახლოებით ერთი წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ვფიქრობ, რომ ამ საკითხის გადადება გონივრული და გამართლებული არ იქნებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

მუხრანში, ორი დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგებლებს შორის გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით 2018 წლისათვის არჩევის საკითხზე იმსჯელეს.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მომავალ წელს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის წინადადება უმრავლესობის შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ დასვა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაეთანხმა.