„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში 163 სამოქალაქო პირი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში 163 სამოქალაქო პირი მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილში, 163 სამოქალაქო პირი მოკლეს.

აღნიშნულის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა ჟენევაში განაცხადა.

„გუშინ ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა 163 ადანიანი მოკლეს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, მათ შორის ქალები, კაცები და ბავშვები, რომელთა გვამები ჯერ კიდევ ეშ-შირის კვარტლის ქუჩებშია“, - განაცხადა მან.

თავის მხრივ გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, შემთხვევა ი 1-ელ ივნისს მოხდა.