ქობულეთის ქუჩაზე შიდა-წყალკანალიზაციის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთის ქუჩაზე შიდა-წყალკანალიზაციის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის 3/15-ში შიდა წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებული ქსელის გამო კანალიზაციიდან ამოსული წყალი არა მარტო ქობულეთის ქუჩაზე, არამედ მიმდებარე შროშის ქუჩაზე სისტემატურად მიედინებოდა. რეაბილიტაციის შედეგად, პრობლემა ქობულეთის 3/15-ის 95 ოჯახს და შესაბამისად, შროშის ქუჩის მაცხოვრებლებსაც მოუგვარდება. სამუშაოების დაფინანსების ბრძანება მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ გადასცა. აღნიშნულ მისამართზე შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებაა 43 224 ლარი.