ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღზე კონსულტაციები დაწყებულია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღზე კონსულტაციები დაწყებულია

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღზე კონსულტაციები დაწყებულია, - ასე უპასუხა მიშველაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, დაიწყო თუ არა კონსულტაციები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის.

მიშველაძის თქმით, როგორც კი კონკრეტულად რაიმე გახდება ცნობილი, მედიისთვისაც გაცხადდება.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ როგორ შეაფასებდა პრეზიდენტი "ქართული ოცნების" თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატს კახა კალაძეს, რაზეც მიშველაძემ უპასუხა, რომ ამაზე ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს.