გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს სამინისტროების 2018-2021 წლების ძირითადი მიმართულებების და მონაცემების დოკუმენტი (BDD) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კუთხით განიხილეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან კახაბერ კუჭავასთან გამართულ შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი.

დოკუმენტში გაწერილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქმიანობის ის ზირითადი მიმარტულებები და პრიორიტეტები, რომლის განხორცილებასაც იგი 2018-2021 წლებში გეგმავს. განხილვაზე გამოითქვა ზოგადი შენიშვნები და სურვილები წარმოდგენილი დოკუმენტის თაობაზე. შეთანხმდნენ, რომ თავიანთ წინადადებებს არასამთავრობო ორგანიზაციები კომიტეტს ამ დღეებში მიაწვდიან, რომელთა საფუძველზეც კომიტეტი შეიმუშავებს მთავრობისათვის წარსადგენ დოკუმენტს.

„ეს იყო BDD-ის დოკუმენტის პირველი განხილვა კომიტეტში, რომელიც პარლამენტში 1 ივნისს შემოვიდა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოგვესმინა არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები ან კომენტარები ამ დოკუმენტზე, რათა შემდეგში უფრო დახვეწილი და სრულფასოვანი შენიშვნები მივაწოდოთ უკვე მთავრობას გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე იმ სექტორებთან მიმართულებით, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან", - განაცხადა კახაბერ კუჭავამ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ვესტმისტერის ფონდისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენდა, რომელიც პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა. 2018-2021 წლების ძირითადი მიმართულებების და მონაცემების დოკუმენტის(BDD) განხილვა სხვა კომიტეტებშიცაა დაგეგმილი.