იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე კანდიდატებზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ბევრი ღირსეული კანდიდატია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე კანდიდატებზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ბევრი ღირსეული კანდიდატია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ბევრი ღირსეული კანდიდატია, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს.

მდინარაძე ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე მმართველ გუნდს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის დაუჭერს მხარს.

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებს შორის ფავორიტი არ გვყავს. ამიტომაც მიმდინარეობს კანდიდატების მოსმენის პროცესი. ბევრი მათგანი საზოგადოებისათვის ცნობილია. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეირჩეს საუკეთესო ოთხეული”, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ 4 ვაკანსიაზე 34 მსურველი კანდიდატია.