არ მივიღებთ საპასუხო ზომებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებმაც დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს

არ მივიღებთ საპასუხო ზომებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებმაც დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს

ყატარი არ მიიღებს საპასუხო ზომებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებმაც გუშინ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ აბდერაჰმან ალ თანიმ განაცხადა.

მისი თქმით, ყატარი არ აპირებს ურთიერთობების გამწვავებას და მზად არის სხვა ქვეყნებთან ითანამშრომლოს, რათა რეგიონში დაძაბულობა შესუსტდეს.

„ყატარს სჯერა, რომ ამგვარი უთანხმოება მონათესავე ქვეყნებს შორის დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გუშინ ყატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამად ალ თანინმა სატელეფონო საუბარი გამართა ქუვეითის ემირთან საბაჯ ალ აჰმედ ალ ჯაბერ ას-საბაჰთან. ქუვეითმა შეინარჩუნა დიპლომატიური ურთიერთობები ყატართან.

გუშინ, ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. მათ ყატარი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.