მოსაზრებები და რჩევები, რომლებიც ექნებათ ჩვენს მოკავშირეებს, საკონსტიტუციო პროექტში გათვალისწინებული იქნება

მოსაზრებები და რჩევები, რომლებიც ექნებათ ჩვენს მოკავშირეებს, საკონსტიტუციო პროექტში გათვალისწინებული იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის და ელჩების შეხვედრაზე განვიხილეთ ახალი კონსტიტუციის კონკრეტული თავი, რომელიც ეხება სახელმწიფოს თავდაცვას და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა.

"განვიხილეთ ახალი კონსტიტუციის კონკრეტული თავი, რომელიც ეხება სახელმწიფოს თავდაცვას და უსაფრთხოებას. განვიხილეთ ის მოდელი, რომელიც თავდაცვისუნარიანობისთვის არის შემოთავაზებული ახალ კონსტიტუციაში.

ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ შეხვედრას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ის მოსაზრებები და რჩევები, რომლებიც ექნებათ ჩვენს მოკავშირეებს, იქნება გათვალისწინებული საპარლამენტო განხილვის დროს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.