რუსეთის საგარეო უწყება:  მონტენეგროს ხელისუფლების მტრული ხაზის ფონზე რუსეთი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომები მიიღოს

რუსეთის საგარეო უწყება: მონტენეგროს ხელისუფლების მტრული ხაზის ფონზე რუსეთი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომები მიიღოს

მონტენეგროს ხელისუფლების მტრული ხაზის ფონზე რუსეთი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომები მიიღოს, - აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ყურადღება მივაქციეთ მონტენეგროს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მისამართით დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტური კლიშეების მორიგ ნაკადს“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ანტირუსული ისტერია, რომელსაც ადგილი აქვს მონტენეგროში, „შეშფოთებას იწვევს“.

„მონტენეგროს ხელისუფლების რუსეთისადმი მტრული ხაზის გათვალისწინებით რუსეთი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომები მიიღოს. აღვნიშნავთ, რომ ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მონტენეგროს მხარეს“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.