არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ

არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ

ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში მისასალმებელი არ არის, ვინაიდან ის ბრიტანეთის ღირებულებებს არ იზიარებს.

აშშ-ის პრეზიდენტსა და ლონდონის მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 4 ივნისს ლონდონში მომხდარ ტერაქტს მოჰყვა, როდესაც დონალდ ტრამპმა ტერაქტზე სადიქ ხანის რეაქცია გააკრიტიკა.

Channel 4 News-ის ეთერში გამოსვლისას ლონდონის მერმა აღნიშნა, რომ ტრამპი ბევრ რამეში ცდება და მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ვიზიტი მისასალმებელი არ არის.

„არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ იმ სიტუაციაში, როდესაც მისი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა სადიქ ხანმა.