აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა რუსეთი, ირანი და ტერორიზმი მსოფლიოს მთავარ საფრთხეებად დაასახელა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა რუსეთი, ირანი და ტერორიზმი მსოფლიოს მთავარ საფრთხეებად დაასახელა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რუსეთისა და ირანის ქმედებების გათვალისწინებით. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა ატლანტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის მცდელობები - ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები; ირანის მცდელობები - ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზება მოახდინოს; ასევე, ტერორიზმის გლობალური საფრთხე. როგორც ჩანს, მსოფლიო უფრო სახიფათოა დღეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნატო-მ უნდა გააგრძელოს განვითარება, ძველი და ახალი მოწინააღმდეგების გაძლიერების გათვალისწინებით, რათა „დღეს და ხვალ ამ გამოწვევებს დაუპირისპირდეს, განსაკუთრებით ტერორიზმის საფრთხეს“.

მაიკლ პენსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ნატო-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.