აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელად გადაიყვანეს

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელად გადაიყვანეს

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა, - აღნიშნულის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაადგილება საპატრულო პოლიციის როტაციის ფარგლებში მოხდა.

”საქართველოს მასშტაბით საპატრულო პოლიციაში მიმდინარეობს როტაცია და საკადრო გადაადგილები, რის საფუძველზეც აჭარის პოლციის უფროსი კახა ბუხრაძე დაინიშნა ქვემო ქართლის პოლიციის უფროსად”, - განაცხადეს შსს-ში.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ დაინიშნება აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად, უწყების ცნობით, აღნიშნული დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე კახა ბუხრაძეს რუსთავის პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე შეცვლის.