„დღეს შედგა ძალიან კონსტრუქციული განხილვა, გვინდა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვები ასეთივე კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს

„დღეს შედგა ძალიან კონსტრუქციული განხილვა, გვინდა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვები ასეთივე კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს"

პარლამენტის თავმჯდომარემ, დღეს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეაჯამა.

„დღეს შედგა ძალიან კონსტრუქციული განხილვა, გვქონდა დეტალური მსჯელობა ცვლილებებთან დაკავშირებით და სრული კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდა კონსტიტუციური ცვლილებების ის რედაქცია, რომელიც ტერიტორიულ მოწყობას და ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება. გვინდა, რომ ასეთივე კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს განხილვები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ვმუშაობთ, რომ ჩამოყალიბდეს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი არის ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოირიცხოს ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატია და უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული პროცესების სტაბილური განვითარება. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით.