საქართველოს დაბლობსა და ბარში ხვალ 32-34 გრადუსია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დღეს საღამოდან 6 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კერძოდ, ქალაქ ფოთთან, ზემო იმერეთში და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრი იქნება.
6 ივნისს დასავლეთ საქართეველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +29;+34 გრადუსია მოსალოდნელი, სანაპირო რაიონებში +20,+25 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27;+32 გრადუსი, დედაქალაქში +31 გრადუსი.
მაღალი ტემპერატურის ფონზე ხვალ დღის მეორენახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალონელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.