„ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ეს ცხადჰყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას -ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკელი კონგრესმენების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართვას.
„ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცენდენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის პირველი დოკუმენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ეს ცხადჰყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას -ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.