სისტემა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებით ინერგება, გამორიცხავს ძალაუფლების ჭარბ კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში

სისტემა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებით ინერგება, გამორიცხავს ძალაუფლების ჭარბ კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში

სისტემა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებით ინერგება, გამორიცხავს ძალაუფლების ყოველგვარ ჭარბ კონცენტრაციას ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დეპუტატები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობასთან ყველა იმ დეტალზე ისაუბრებენ, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციასთან, მათ შორის, საუბარი იქნება ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები და ასევე, ზოგადად, მმართველობის სისტემის საკითხი.

”საარჩევნო სისტემის კუთხით ფუნდამენტური ცვლილება ხორციელდება. ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ამ სისტემაზე ჩვენ გადავდივართ რამდენიმე ელემენტით, რამდენიმე ასპექტით, რომელიც უზრუნველყოფს გარკვეული დოზით სტაბილურობის შედარებით მაღალ ხარისხს. ეს არის ამოცანა. აქ არ არის საუბარი ჭარბ უმრავლესობაზე და ძალაუფლების ჭარბ კონცენტრაციაზე. პირიქით, ეს სისტემა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებით ინერგება, გამორიცხავს ყოველგვარ ჭარბ კონცენტრაციას ძალაუფლებისა, ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში. ეს არის მთავარი არსი ამ ცვლილების”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.