პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ ერთადერთი ლეგიტიმური გზა ხალხთან კონსტიტუციაზე სასაუბროდ, საყოველთაო სახალხო განხილვებია

პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ ერთადერთი ლეგიტიმური გზა ხალხთან კონსტიტუციაზე სასაუბროდ, საყოველთაო სახალხო განხილვებია

პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ ერთადერთი ლეგიტიმური გზა ხალხთან კონსტიტუციაზე სასაუბროდ, კანონით გათვალისწინებული საყოველთაო სახალხო განხილვებია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საყოველთაო სახალხო განხილვებში ჩართვასთან დაკავშირებით ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსში” განაცხადა.

”ფაქტი ერთია, პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ ერთადერთი ლეგიტიმური გზა ხალხთან კონსტიტუციაზე სასაუბროდ ეს არის კანონით გათვალისწინებული და საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატი. აქედან გამომდინარე, მათ გამოთქვეს სურვილი და აბსოლუტურად სწორადაც გამოთქვეს, რადგან ეს არის ამ საკითხის სწორი გადაწყვეტა. დღეს უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ რამდენიმე შეხვედრაში პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. მოსახლეობას ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის აზრის მოსმენის საშუალებაც ექნება და პარლამენტის თავმჯდომარის აზრის მოსმენის საშუალებაც”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.