საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით, ევრეს სამხედრო ბაზაზე დღეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე აღმოჩნდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის ავტომანქანიდან მახსოვრობის ჩიპი ამოიღეს. მასში ტექსტი იყო ჩაწერილი, რომელიც დაკავებულის „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებისადმი ერთგულებას ადასტურებს. ავტომანქანაში იყო დაჯგუფების დროშებიც.
მოგვიანებით, ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმავე ადგილას, სამხედრო ბაზასთან, იარაღის სამალავიც აღმოაჩინეს, სადაც ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები ინახებოდა.