წინა ხელისუფლებამ ქუთაისში პარლამენტი მიტინგების შიშის გამო გადაიტანა, - ამის შესახებ ქუთაისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხოგანხილვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
”ძალიან მკაფიო პასუხი გავეცით ამ საკითხზე დასმულ კითხვებს. კონკრეტული გეგმები გვაქვს ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება წინახელისუფლების გადაწყვეტილებას ქუთაისში პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით. ყველამ კარგად იცის, თუ რატომ გადმოიტანეს ქუთაისში პარლამენტი- ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც იმართებოდა თბილისში, პარლამენტის წინ. ეს იყო რეალური მიზანი. ჩვენი მიზანი კი არის ქუთაისის განვითარება,რასაც უზრუნველყოფს ჩვენი გეგმები”, - განაცხადა კობახიძემ.