საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცის ხელმძღვანელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და დელეგაციის წევრი ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი წერეთელი გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის უსაფრთხოების დათანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში გამართულ სემინარში: „პოლიტიკის რენაციონალიზაცია და ბრძოლა გეოპოლიტიკურ სფეროებზე გავლენის მოსაპოვებლად: საფრთხის ქვეშ მყოფი მშვიდობა და უსაფრთხოება."
სემინარი 8 მაისამდე გრძელდება.