როდესაც საუბარია კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებებაზე, საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალურად აქტიური

როდესაც საუბარია კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებებაზე, საზოგადოების ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალურად აქტიური

როდესაც საუბარია საკონსტიტუციო რეფორმაზე, კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებებაზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალურად აქტიური, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მიერ პრემიერისადმი მოწოდებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, ფართოდ იყოს დისკუსია გაშლილი.

"ცხადია, ამას ემსახურება პრეზიდენტის ჩართვა საკონსტიტუციო კომისიის მიერ ორგანიზებულ საერთო სახალხო განხილვებში. ცხადია, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნა არის განსაკუთრებით ღირებული ამ პროცესში",- განაცხადა აბაშიშვილმა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრეს. მისი თქმით, მოუწოდა პრემიერს, რომ საკონსტიტუციო რეფორმაზე მაქსიმალურად ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დიალოგი განახორციელოს.