უშიშროების საბჭო პრეზიდენტს რჩევებს აძლევს იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის უფლებამოსილება, - ამის შესახებ ქუთაისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტისუფლებამოსილებებთან დაკავშირებით, სტატუსი პრეზიდენტის რჩება ზუსტად იგივე, უფლებამოსილებებში კი არის ორი არსებითი ცვლილება, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
”რაც შეეხება უფლებამოსილებებს, აქ შედის ორი არსებითი ცვლილება. ერთი ეხება უშიშროების საბჭოს, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით პირდაპირ არსებობდა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ვენეციის კომისიაში პირდაპირ საუბრობდნენ, რომ ამ სისტემაში არ შეიძლება არსებულისახით მოქმედებდეს უშიშროების საბჭო. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ უშიშროების საბჭო პრეზიდენტს რჩევებს აძლევს იმ საკითხებზე, რომელიც არის მთავრობის უფლებამოსილება. ხომ არ შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ ვიღაცამ მე მირჩიოს რაიმე იმასთან დაკავშირებით, რაც უნდაგააკეთოს ბატონმა თენგიზმა? ეს არის გამორიცხული. ასეთი დონის ნონსენსია ჩადებული დღევანდელ კონსტიტუციაში. მეორე საკითხი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა. ამ შემთხვევაშიც შავით თეთრზე წერია ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში, რომ მიზანშეწონილია წარმდგენიიყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენ გადავამოწმეთ ვენეციის კომისიის ექსპერტებთან ეს პოზიცია და ახლაც ამბობენ, რომ ეს მოწესრიგება არის უფრო ზუსტი. სტატუსი პრეზიდენტის რჩება ზუსტად იგივე, უფლებამოსილებებში კი არის ორი არსებითი ცვლილება, რომელიც ეფუძნება ვენეციის კომისიისრეკომენდაციებს”, - განაცხადა კობახიძემ.