პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად დარჩება

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად დარჩება

პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი კონსტიტუციის დონეზე როგორც არ უნდა მოწესრიგდეს, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლადო მესხიშვილის თეტრში შეკრებილ საზოგადოებას.

”აღნიშნული საკითხის გადასინჯვა დაკავშირებულია ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენასთან. ამასთან დაკავშირებით არაერთგზის იყო საუბარი. ამაზე პრემიერ-მინისტმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა. საუბარია ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენაზე, რაც პირველ რიგში, დაკავშირებულია ახალ ფუნქციასთან. იგეგმება გრანდიოზული, მრავალმილიარდიანი პროექტი, რომელმაც ქუთაისს ახალი დატვირთვა უნდა შესძინოს. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ქუთაისი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვა ქალაქ ქუთაისიდან დაიწყო.