ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრეს.
ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა ჩვენი შეხვედრის ფარგლებში. მე მოვუწოდე პრემიერს, მაქსიმალურად ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დიალოგი განახორციელოს, ოპოზიციური ძალების ჩართვით, შემდეგი ფაზის რეალიზაციის პირობებში“, - განაცხადა ჰანმა.
მისივე თქმით, მიესალმებიან ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.