საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების გრაფიკის შესაბამისად, პირველი შეხვედრა ამ წუთებში ქუთაისში მიმდინარეობს.
საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 11 დღის განმავლობაში - 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი, თელავი, მცხეთა, რუსთავი და თბილისი. განხილვები 15 მაისს დასრულდება.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.