სამი ძირითადი გზავნილი გვაქვს ხელისუფლებისადმი: ქუთაისი - საპარლამენტო ქალაქი, საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი

სამი ძირითადი გზავნილი გვაქვს ხელისუფლებისადმი: ქუთაისი - საპარლამენტო ქალაქი, საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი

”ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ქუთაისში სახალხო განხილვაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე დასვამენ კითხვებს, რომელიც საარჩევნო სისტემას, პარლამენტის ადგილმდებარეობასა და პრეზიდენტის არჩევის წესს უკავშირდება.

”ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი გზავნილი ხელისუფლებისადმი: პირველი, ქუთაისს ართმევენ საპარლამენტო ქალაქის წოდებას. კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი, რომლის მიხედვით ქუთაისი პარლამენტის ადგილმდებარეობად არ არის მითითებული; მეორე და მნიშვნელოვანი არის საარჩევნო სისტემა. არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლების უზურპაციაზე მიუთითებს; მესამე კი, პრეზიდენტის არჩევა. მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევის უფლებას ართმევენ. სწორედ ამ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.