გრძელდება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. წიკლაურის თქმით, მტკიცებულებათა შეკრების შემთხვევაში ნებისმიერი პირი, მიუხედავად სტატუსისა, პასუხისგებაში მიეცემა.
"გამოძიება დასრულდა გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, გამოძიება კვლავ გრძელდება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით. მტკიცებულებათა შეკრების შემთხვევაში ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი სტატუსისა, პასუხისგებაში მიეცემა ", - განაცხადა წიკლაურმა.