ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილს ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა.
მისი თქმით, ოხანაშვილს ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა დაწესებული არ ჰქონია.
"ოხანაშვილს საქმეში გააჩნია მოწმის სტატუსი. მას ჰქონდა უფლება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის. შესაბამისად, მას ამ კუთხით არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდა", - განაცხადა წიკლაურმა.
პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა მეუღლემ განუცხადა, ოხანაშვილი გერმანიაში იმყოფება და იქ სამუშაო მიზნით წავიდა.